აშშ, ანკარა-ათენის დაახლოებას მიესალმება

აშშ, ანკარა-ათენის დაახლოებას მიესალმება

2074098
აშშ, ანკარა-ათენის დაახლოებას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიესალმება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საკითხთან დაკავშირებით შემდეგ შეფასებას აკეთებს: „აშშ დიდი სიამოვნებით მიესალმა თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის შეხვედრას. აშშ მხარს უჭერს ორმხრივ მოლაპარაკებებს ყველა დონეზე, რათა საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის რეგიონში“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 1-დღიანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა და პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების გზავნილი მისცეს.  



მსგავსი ინფორმაციები