ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები შეაფასა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები შეაფასა

2072552
ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები შეაფასა

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთთან პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და ეს ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში.

ვლადიმერ პუტინმა კრემლის სასახლეში მიიღო 21 ქვეყნის ელჩი, მათ შორის თურქეთის ელჩი მოსკოვში თანჟუ ბილგიჩი, რომლებმაც რწმუნებათა სიგელები გადასცეს.

პუტინმა აქ თავის გამოსვლაში შეაფასა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა.

„ჩვენი პარტნიორობა თურქეთთან არის უმაღლეს დონეზე და ეს ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში. ორივე მხარე გადაწყვეტილია შემდგომ განავითაროს კავშირები კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენ მუდმივ კონტაქტებში ვართ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, როგორც ორმხრივ, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა ენერგეტიკულ სექტორში ნამდვილად სტრატეგიულია. თურქეთში (აქქუიუ) პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა გრძელდება. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ბუნებრივი აირის სექტორში. მიმდინარეობს ძალისხმევა თურქეთში ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ცენტრის შესაქმნელად. ასევე გვაქვს ბევრი საინტერესო პროექტი და ერთობლივი სამუშაოები ვაჭრობისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში“, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.



მსგავსი ინფორმაციები