კამალა ჰარისი ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს

კამალა ჰარისი ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს

2072198
კამალა ჰარისი ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ისრაელმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და აღნიშნა, რომ მრავალი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ღაზაში, თავდასხმების დროს.

კამალა ჰარისი დაესწრო, დუბაიში გამართულ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე კონფერენციას (COP28), რის შემდეგაც იორდანიის მეფე, აბდულა II-ს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში ჰარისმა აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის მხრიდან საკუთარი დაცვა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ძალიან ბევრი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა და ღაზადან შემოსული სურათები ძალიან სავალალოა.

მისივე თქმით, აბდულა II-სთან შეხვედრაზე პალესტინელების იძულებით გადაადგილების საკითხები განიხილეს.

ჰარისის თქმით, იგი წინააღმდეგია იძულებით გადაადგილების. 


საკვანძო სიტყვები: #აბდულა II , #ღაზა , #კამალა ჰარისი

მსგავსი ინფორმაციები