ბოლო ერთ კვირაში მეორე ირანული ხომალდი გაიტაცეს

ბოლო ერთ კვირაში მეორე ირანული ხომალდი გაიტაცეს

2071347
ბოლო ერთ კვირაში მეორე ირანული ხომალდი გაიტაცეს

ბოლო ერთ კვირაში სომალის სანაპიროსთან მეკობრეებმა მეორე ირანული ხომალდი გაიტაცეს.

სომალის კანდალას რეგიონის მმართველმა აჰმედ იუსუფ ხურშემ განაცხადა, რომ პუტლანდის პროვინციის სანაპიროებთან, ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი მეკობრეებმა გაიტაცეს.

მისივე თქმით, გემის ეკიპაჟის წევრები მთლიანად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს სომალის და ირანის მოქალაქეებისგან შემდგარი ეკიპაჟის 16 კაციანი გემი, რომელიც ასევე ირანის დროშის ქვეშ ცურავდა, პუტლანდის რეგიონის სანაპიროებთან მეკობრეებმა გაიტაცეს.

მეკობრეებმა ეკიპაჟის გასათავისუფლებლად გამოსასყიდი 400 ათასი დოლარი მოითხოვეს.



მსგავსი ინფორმაციები