ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

2070357
ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი V-22 Osprey, რომლის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ იაპონიის მახლობლად ოკეანეში ჩამოვარდა.

იაპონიის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერ არ ფლობენ ინფორმაციას თვითმფრინავში მყოფი ეკიპაჟის წევრების სასიცოცხლო მდგომარეობის შესახებ.

რეგიონში აშშ-ს ძალების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.

იაპონური მედიის ინფორმაციით, კუნძულზე მყოფებმა განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავის მარცხენა ძრავა იწვოდა.



მსგავსი ინფორმაციები