იენს სტოლტენბერგმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

იენს სტოლტენბერგმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2069652
იენს სტოლტენბერგმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ PKK-ს მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით მათ თურქეთთან ერთად უნდა იმუშაონ.

სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, რომელიც დღეს და ხვალ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება პრესკონფერენცია გამართა.

გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციის დროს, შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შვედეთის მთავრობამ შეასრულა დანაპირები. მისივე თქმით, შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების კანონის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან მეჯლისში გადაგზავნა, დადებითი მოვლენაა.

პრესკონფერენციის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა თურქეთის უსაფრთხოებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ნატოს არც ერთი მოკავშირე არ ყოფილა ისეთი ტერორისტული თავდასხმების სამიზე, როგორც თურქეთი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ თურქეთთან ერთად, რათა დავიცვათ თავი ტერორისტული ჯგუფებისგან. ნატო ამჟამად აკეთებს ამას. მე დავნიშნე სპეციალური კოორდინატორი ამ საკითხთან მიმართებაში, ჩვენი კონტრტერორისტული ძალისხმევის ფარგლებში. ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, თურქეთის უსაფრთხოების ძალებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. PKK ითვლება ტერორისტულ ორგანიზაციად არა მხოლოდ თურქეთის, არამედ შვედეთისა და მისი ნატოს მოკავშირეების მიერ. გარდა ამისა, PKK არის შვედეთში, რომელიც ასევე დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან“.

სტოლტენბერგმა ბოლოს ისიც განაცხადა, რომ ისინი ელოდებათ, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი მოკლე დროში დაამტკიცებენ.



მსგავსი ინფორმაციები