პაპა ფრანცისკე კიდევ ერთხელ გამოდის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით

პაპა ფრანცისკე კიდევ ერთხელ გამოდის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით

2060869
პაპა ფრანცისკე კიდევ ერთხელ გამოდის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა და ვატიკანის პრეზიდენტმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს.

ფრანცისკემ რომელმაც ტრადიციული საკვირაო ლოცვა შეასრულა თავისი კაბინეტის ფანჯრიდან, რომელიც გადაჰყურებს ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანს, ლოცვის შემდეგ ასევე შეეხო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს.

თავის გამოსვლაში რომის პაპმა თქვა: „მე ვფიქრობ ამ სერიოზულ ვითარებაზე პალესტინასა და ისრაელში, სადაც ამდენი ადამიანი დაიღუპა. უფლის სახელით გთხოვთ შეწყვიტეთ ცეცხლი. იმედი მაქვს, რომ ყველა საშუალება იქნება გამოყენებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტის შემდგომი გაფართოება, ვიმედოვნებ, რომ დახმარებას გაუწევენ დაშავებულებს და ეს დახმარება მიაღწევს ხალხთან ღაზაში, სადაც ჰუმანიტარული მდგომარეობა ძალიან მძიმეა“.

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა თავის გამოსვლაში ასევე გაიმეორა მძევლების გათავისუფლების მოწოდება.

„მათ შორის ბევრი ბავშვია, ისინი უნდა დაბრუნდნენ ოჯახებში. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ ბავშვებზე, ვფიქრობთ ყველა ბავშვზე ამ ომში, ისევე როგორც ყველა ბავშვზე უკრაინაში და სხვა კონფლიქტებში. ამ გზით მათ მომავალს კლავენ“, განაცხადა ფრანცისკემ.



მსგავსი ინფორმაციები