პუტინმა CNTB-ის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა

პუტინმა CNTB-ის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა

2060069
პუტინმა CNTB-ის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების (CNTB) რატიფიცირებას აუქმებს, რის შემდეგაც მოსკოვის მიმართ კრიტიკამ იმატა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ნაბიჯი არასწორი მიმართულებით“, რომელიც მისი თქმით, ძირს უთხრის იარაღის კონტროლის საერთაშორისო რეჟიმისადმი ნდობას.

კრემლის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირიც გამოეხმაურა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიმ გამოხატა მწუხარება ამ გადაწყვეტილების გამო და მოუწოდა რუსეთს, დარჩეს შეთანხმების მიზნებისა და ამოცანების ერთგული.

ცნობისათვის, ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულებას (CNTB) რუსეთმა და აშშ-მ 1969 წელს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი.



მსგავსი ინფორმაციები