მექსიკაში ქარიშხალ „ოტისის“ გამო ათეულობით ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ქარიშხალ „ოტისის“ გამო ათეულობით ადამიანი დაიღუპა

2056667
მექსიკაში ქარიშხალ „ოტისის“ გამო ათეულობით ადამიანი დაიღუპა

პირველადი შეფასებით, მექსიკაში ქარიშხალ ოტისის გამო 27 ადამიანი დაიღუპა. მექსიკის უშიშროების მინისტრმა როზა ისელა როდრიგესმა განაცხადა, რომ ქარიშხალ ოტისის გამო, რომელიც მე-5 კატეგორიამდე ავიდა და მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ „შეიძლება დამანგრეველი იყოს“,  ამჟამინდელი მონაცემებით 27 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიკარგა.

ქარიშხლის გამო ათობით ათასი ადამიანის სახლი დაზიანდა და საცხოვრებელი სახლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქარიშხალი ოტისი ძირითადად ქვეყნის სამხრეთით მდებარე სანაპირო ქალაქ აკაპულკოს დაატყდა.


საკვანძო სიტყვები: #ქარიშხალი , #მექსიკა

მსგავსი ინფორმაციები