ბაიდენმა სამძიმარი გამოთქვა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო

ბაიდენმა სამძიმარი გამოთქვა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო

2052289
ბაიდენმა სამძიმარი გამოთქვა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო

ბაიდენმა სამძიმარი გამოთქვა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ისრაელის შემდეგ იორდანიაში უნდა ჩასულიყო ვიზიტი გადადო, სამძიმარი გამოთქვა ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა გადადო იორდანიაში ვიზიტი იორდანიის მეფე აბდულა II-სთან კონსულტაციის შემდეგ და პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მიერ ღაზაში ისრაელის მხრიდან საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ გლოვის გამოცხადების გამო.

„პრეზიდენტმა (ბაიდენმა) ღრმა მწუხარება გამოთქვა ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად დაღუპული უდანაშაულო ადამიანების გამო და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა“. - აღნიშნულია განცხადებაში. იქვე ნათქვამია, ბაიდენი მოუთმენლად ელის იორდანიის, პალესტინისა და ეგვიპტის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრას და ამ პროცესში უშუალო კონტაქტში იქნება ლიდერებთან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენი, რომელიც ისრაელში გაემგზავრა, ამ ქვეყნის შემდეგ იორდანიაში გაემგზავრებდაა და შეხვდებოდა მეფე აბდულა II-ს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულფეტაჰ ეს-სისის და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს.

ცნობილი გახდა, რომ პალესტინის პრეზიდენტმა აბასმა, რომელიც იმყოფებოდა დედაქალაქ ამანში ოთხმხრივ სამიტზე, რომელსაც ბაიდენიც უნდა დასწრებოდა, გადაწყვიტა რამალაში დაბრუნება ღაზაში ისრაელის მიერ საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ.

სააგენტო ანადოლუს კორესპონდენტთან განცხადებაში, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-კუდრამ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზაში ალ-ეჰლის ბაპტისტური საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა.

პალესტინის პრეზიდენტმა აბასმა ღაზაში მდებარე ალ-ეჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის გამო 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა.


საკვანძო სიტყვები: #ბაიდენი , #პრეზიდენტი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები