ილჰამ ალიევის და  ნიკოლ ფაშინიანის მორიგი პირისპირი შეხვედრა გრანადაში გაიმართება?

ილჰამ ალიევის და  ნიკოლ ფაშინიანის მორიგი პირისპირი შეხვედრა გრანადაში გაიმართება?

2045498
ილჰამ ალიევის და  ნიკოლ ფაშინიანის მორიგი პირისპირი შეხვედრა გრანადაში გაიმართება?

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 5 ოქტომბერს ესპანეთში, გრანადაში, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-3 შეხვედრა გაიმართება, მორიგ პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

ესპანეთი, რომელიც ევროკავშირის როტაციული თავჯდომარე გახლავთ, პოლიტიკური გაერთიანების მე-3 შეხვედრისთვის ემზადება. შეხვედრა, რომელიც ქალაქ გრანადაში უნდა გაიმართოს,  დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეადგენენ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის დროებითი თავმჯდომარეობის საკოორდინაციო ოფისის წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით შეხვედრას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაესწრებიან.

იგივე წყაროების მტკიცებით, ევროკავშირს „არ სურს იყოს შუამავალი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემების გადაჭრაში, მაგრამ მხოლოდ სურს ხელი შეუწყოს მუდმივ, სამართლიან მშვიდობას, რომელიც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს და შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას“.



მსგავსი ინფორმაციები