პაკისტანი: „ისრაელთან ურთიერთობა დამოკიდებულია ისლამაბადისა და პალესტინელი ხალხის ინტერესებზე“

პაკისტანი: „ისრაელთან ურთიერთობა დამოკიდებულია ისლამაბადისა და პალესტინელი ხალხის ინტერესებზე“

2041527
პაკისტანი: „ისრაელთან ურთიერთობა დამოკიდებულია ისლამაბადისა და პალესტინელი ხალხის ინტერესებზე“

პაკისტანის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯალილ აბას ჯილანმა განაცხადა, რომ ისრაელთან ურთიერთობის დამყარება დამოკიდებულია ქვეყნისა და პალესტინელი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე.

ტელეკომპანია Geo News-ის ინფორმაციით, მინისტრი ჯილანი გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ელი კოენის განცხადებებს, იმის თაობაზე, რომ მისი ქვეყანა (ისრაელი) ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობას ნორმალიზებას აპირებს.

ჯილანმა აღნიშნა, რომ კოენი ბოლო დროს არ შეხვედრია არც ერთ პაკისტანელ ოფიციალურ პირს და თქვა, რომ ისრაელთან ურთიერთობის დამყარება დამოკიდებულია ქვეყნისა და პალესტინელი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე.

ცნობისათვის, 22 სექტემბერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის შემდეგ 6 ან 7 ისლამური ქვეყანა მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელთან, მაგრამ, თუ რომელი ქვეყნებია ესენი, არ დაუკონკრეტებია.



მსგავსი ინფორმაციები