ბორელი: ვისაუბრეთ მინისტრ ფიდანთან ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების შესახებ

ბორელი: ჩვენ ვისაუბრეთ მინისტრ ფიდანთან ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების შესახებ

2040666
ბორელი: ვისაუბრეთ მინისტრ ფიდანთან ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების შესახებ

ბორელი: ჩვენ ვისაუბრეთ მინისტრ ფიდანთან ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების შესახებ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მათ საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანთან განიხილეს ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯიზეფ ბორელმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ით გააკეთა განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანთან შეხვედრის შესახებ ნიუ-იორკში, სადაც ის გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფებოდა.

ბორელმა თქვა: „ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში მოხსენებამდე, რომელსაც წარვუდგენ ევროკავშირის საბჭოს ევროკავშირის კომისიასთან ერთად. "

ბორელმა განაცხადა, რომ მათ ასევე განიხილეს ყარაბაღის "უკიდურესად შემაშფოთებელი" სიტუაცია.

ივნისში გამართულ ლიდერთა ბოლო სამიტზე, ევროკავშირის საბჭომ ბორელს და ევროკავშირის კომისიას სთხოვა, მოემზადებინათ 28 მაისის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ანგარიში თურქეთთან ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ, რომელიც განიხილება შემოდგომაზე.


საკვანძო სიტყვები: #ჯოზეფ ბორელი , #ჰაქან ფიდანი

მსგავსი ინფორმაციები