ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აწარმოებს კონსულტაციებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისთვის

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აწარმოებს სერიოზულ კონსულტაციებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისთვის

2039589
ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აწარმოებს კონსულტაციებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აწარმოებს სერიოზულ კონსულტაციებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისთვის.

ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელსა და პალესტინას შორის სამართლიანი და საბოლოო მშვიდობის მხარდაჭერას, რომლის მიზანია „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“.

ბაიდენი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და თქვა:

"რუსეთის თავდასხმები მის მეზობელ უკრაინაზე დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. აშშ გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას. ერთადერთი დაბრკოლება მშვიდობისთვის არის რუსეთი. თუ ჩვენ დავთანხმდებით უკრაინის დაშლას, როგორ შეგვიძლია თავი დაცულად ვიგრძნოთ? აშშ გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას."

ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.

"დემოკრატიის სამიტის ორგანიზებით ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ დემოკრატია მსოფლიოში. აფრიკის ქვეყნებში განხორციელებული გადატრიალებები აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ძალისხმევა. ჩვენ ვდგავართ აფრიკის კავშირისა და ECOWAS-ის გვერდით." თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მან განაცხადა, რომ ჩინეთთან კონკურენცია არ უნდა გადაიზარდოს კონფლიქტში, და რომ ისინი არ ახდენენ ჩინეთის იზოლირებას და ღია არიან ერთობლივი მუშაობისთვის.

ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები კარგი ნებით გააგრძელებს მასობრივი განადგურების იარაღის რისკის შემცირებას.

"წელს ჩვენ ამოვიღეთ უკანასკნელი ქიმიური იარაღი აშშ-დან. თუმცა, ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით იმ ფაქტს, რომ ჩრდილოეთ კორეა და ირანი წარმოადგენენ რეგიონულ და გლობალურ საფრთხეებს. ვიმეორებთ, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი." განაცხადა ბაიდენმა.


საკვანძო სიტყვები: #ჯო ბაიდენი , #აშშ , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები