ქარიშხალ „დანიელის“ შედეგად გამოწვეულ წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ქარიშხალ „დანიელის“ შედეგად გამოწვეულ წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება

2036532
ქარიშხალ „დანიელის“ შედეგად გამოწვეულ წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ ერთ ქალაქში, დერნაში 6000-ზე მეტია რა, ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ლიბიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო LANA შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ მუჰამედ ებულმუშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისათვის, 10 სექტემბერს მომხდარმა ქარიშხალმა, „დანიელმა“ ასევე დააზარალა აღმოსავლეთის ქალაქები ბენღაზი, სოუსა, ელ-მარჯი და სხვები.

თავის მხრივ, ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბემ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ლიბიის საპრეზიდენტო საბჭომ დახმარებისკენ მოუწოდა მოძმე ქვეყნებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული რეგიონებისთვის.

წითელმა ჯვარმა ასევე განაცხადა, რომ ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია.

ნათქვამია, რომ ლიბიის აღმოსავლეთ რეგიონებში ნალექის რაოდენობამ ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზე მიაღწია.



მსგავსი ინფორმაციები