თავდასხმა სამხედრო ბაზაზე

თავდასხმა სამხედრო ბაზაზე

2035664
თავდასხმა სამხედრო ბაზაზე

სომალიში ტერორისტული ორგანიზაცია ალ-შაბაბის მიერ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 10 ჯარისკაცი დაიღუპა.

სომალის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ამბებში ნათქვამია, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ დილით ქვემო შაბელის რეგიონში მდებარე ქალაქ ავდიგლეში მდებარე სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა.

ამავე ინფორმაციით, მომხდარი შეტაკების შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის 20 წევრი იქნა განეიტრალებული, 10 ჯარისკაცი კი დაიღუპა.

მეორეს მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები თავს დაესხნენ ქალაქის სხვადასხვა უბნებსაც, მაგრამ შეხვდნენ ჯარის წინააღმდეგობას.

აღინიშნა, რომ კონფლიქტის შემდეგ არმიამ ბაზაზე და ქალაქზე კონტროლი დაამყარა.



მსგავსი ინფორმაციები