შეიარაღებული თავდასხმა უნივერსიტეტში

შეიარაღებული თავდასხმა უნივერსიტეტში

2030201
შეიარაღებული თავდასხმა უნივერსიტეტში

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ლექტორი დაიღუპა.

პოლიციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ Chapel Hill-ის კამპუსში მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა ლექტორი, რომლის ვინაობაც შეგნებულად არ სახელდება.

მისივე თქმით, თავდამსხმელი ინციდენტიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დააკავეს, ხელისუფლებამ არ მიაწოდა ინფორმაცია ეჭვმიტანილის ვინაობისა და თავდასხმის მიზეზის შესახებ.

ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის გამოძიება გრძელდება.

აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტმა გუშინ გააფრთხილა, რომ კამპუსში იყო „შეიარაღებული და საშიში ადამიანი“.

პოლიციამ უნივერსიტეტის შესასვლელ-გასასვლელები გადაკეტა და უსაფრთხოების მკაცრი ზომებით ეჭვმიტანილის საათების განმავლობაში ძიება დაიწყო.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტს ჰყავს 4 ათასი ლექტორი, 9 ათასი თანამშრომელი და 32 ათასი სტუდენტი.



მსგავსი ინფორმაციები