ნიგერიაში ბოლო 14 წლის განმავლობაში 23 ათასი ადამიანი დაიკარგა

ნიგერიაში ბოლო 14 წლის განმავლობაში 23 ათასი ადამიანი დაიკარგა

2030373
ნიგერიაში ბოლო 14 წლის განმავლობაში 23 ათასი ადამიანი დაიკარგა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო 14 წლის განმავლობაში ტერაქტების შედეგად 23 000-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა.

საერთაშორისო ამნისტიის (AI) ნიგერიის დირექტორმა ისა სანუსიმ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი გაუჩინარდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციის ბოკო ჰარამის მზარდი თავდასხმების გამო.

სანუსის თქმით, ბოლო 14 წლის განმავლობაში რეგიონში მომხდარი ტერორისტული ინციდენტების გამო გაუჩინარების 23 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. სანუსიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ ინციდენტებთან დაკავშირებით დუმს.

ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა ბოკო ჰარამის მიერ განხორციელებულ მასიური ძალადობის შედეგად, რომელიც ნიგერიაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა და 2009 წლიდან აწარმოებს მასობრივ ტერაქტებს.

აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია 2015 წლიდან ასევე ახორციელებს თავდასხმებს მეზობელ ქვეყნებში კამერუნში, ჩადსა და ნიგერში.

 



მსგავსი ინფორმაციები