პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს აკრიტიკებს

პრეზიდენტ ერდოღანის რეაქცია გაეროზე სოფელ პილასთან დაკავშირებით: „ეს არც ლეგალურია და არც ჰუმანური“

2027453
პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს სამშვიდობო ძალების ფიზიკური ჩარევა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მათთვის მიუღებელი ქმედებაა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინდელი მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ ერს მიმართა.

ერისადმი მიმართვის დროს სხვადასხვა საკითხებთან ერთად, გასული კვირის ბოლოს კვიპროსში სოფელ, პილასში გაეროს სამშვიდობო ძალებსა და ჩკთრ-ს შორის წარმოქმნილი დაძაბულობაც შეაფასა და აღნიშნა: „გასულ პარასკევს, ჩკთრ-ს სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გაეროს სამშვიდობო ძალების ჯარისკაცების ფიზიკური ჩარევა ჩვენთვის არასოდეს არის მისაღები. არც ლეგალური და არც ჰუმანურია სოფელ პილაში მცხოვრები კვიპროსელი თურქების საკუთარ სახლებში მისვლის აკრძალვა. სამშვიდობო მისიამ ფიზიკური ჩარევით, დაჩრდილა თავისი მიუკერძოებლობა ადგილობრივების მიმართ. ასევე ინტერვენციის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით, კიდევ უფრო დააზარალა მისი ისედაც შელახული რეპუტაცია. ამ დამოკიდებულებების გამო, რომლებიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან, რეგიონში დაძაბულობა სამწუხაროდ კვლავ გაიზარდა. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ მეზობლებთან ურთიერთობის განმტკიცებას და ჩვენს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას, ამ ჩარევას კეთილსინდისიერად არ ვხვდებით. ის რაც, მოსალოდნელია გაეროს სამშვიდობო ძალებისაგან არის წვლილი შეიტანოს კუნძულზე ყველა მხარის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაში, მისი სახელის მინიჭებით და არა დესტაბილიზაციის ქცევით. ჩვენ, როგორც გარანტორი ქვეყანა არც ზოგადად კუნძულზე და განსაკუთრებით ბუფერულ ზონაში უსამართლობებს არ დავთანხმდებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩკთრ-მ დაიკავოს ის ადგილი, რომელსაც ის იმსახურებს საერთაშორისო ასპარეზზე იმ უზარმაზარი პროექტებით, რომლებიც განვახორციელეთ და ვახორციელებთ“.



მსგავსი ინფორმაციები