სუდანში კონფლიქტის გამო 4,3 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა

სუდანში კონფლიქტის გამო 4,3 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა

2025234
სუდანში კონფლიქტის გამო 4,3 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) გამოაცხადა, რომ სუდანში, სადაც კონფლიქტები ჯერ კიდევ გრძელდება, 4,3 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) პრესსპიკერმა უილიამ სპინდლერმა ყოველკვირეული პრესკონფერენციის დროს, 15 აპრილიდან სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის დაწყებული შეტაკებები, რომლებიც მთავრობამ ამბოხებულებად გამოაცხადა, შეაფასა და აღნიშნა: „კონფლიქტის დაწყებიდან 4,3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. ეს რიცხვი მოიცავს 900 000-ზე მეტ ლტოლვილს და თავშესაფრის მაძიებელს, რომლებიც წავიდნენ მეზობელ ქვეყნებში.“

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ქვეყნის შიგნით და მეზობელ ქვეყნებში გაიზრდება ამდაგვარი გადაადგილება, სიტუაციის გაკონტროლება გართულდება.

სპინდლერმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ გაერო მუშაობს რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #კონფლიქტები , #სუდანი

მსგავსი ინფორმაციები