პაკისტანში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას 2 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას 2 ადამიანი დაიღუპა

2024491
პაკისტანში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას 2 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას 2 ადამიანი დაიღუპა

1947 წლის 14 აგვისტოს მოპოვებული პაკისტანის დამოუკიდებლობის 76-ე წლისთავთან დაკავშირებით ყარაჩიში გამართულ დღესასწაულზე 2 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა.

ტელეკომპანია Geo News-ის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის 76 წლის იუბილე ყარაჩის სხვადასხვა რაიონში აღნიშნეს.

სადღესასწაულო ღონისძიებების დროს ბევრ რეგიონში ჰაერში სროლის შედეგად დაიღუპა 2, მათ შორის ერთი ქალი და დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.

ხელისუფლების ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობას ტყვია აქვს მოხვედრილი.



მსგავსი ინფორმაციები