ბოლო 24 საათის განმავლობაში დენგეს ცხელების გამო კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში დენგეს ცხელების გამო კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

2024743
ბოლო 24 საათის განმავლობაში დენგეს ცხელების გამო კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბანგლადეშში ბოლო 24 საათის განმავლობაში დენგეს ცხელების გამო კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ამ დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი 416-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის სერვისების გენერალური დირექტორატის (DHGS) განცხადებით, ქვეყანაში დენგეს ცხელების შემთხვევების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვრიდან 87 891-მდე გაიზარდა რა, აქედან  43 665 მხოლოდ დედაქალაქ დაკაში დაფიქსირდა.

ბანგლადეშში ივლისში დენგის შემთხვევა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8-ჯერ მეტი დაფიქსირდა.

DHGS-მა გამოაცხადა, რომ გუშინ ქვეყანაში ამ დაავადების გამო 2,905 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, ეს კი შეიძლება ითქვას, რომ რეკორდული მაჩვენებელია.

 


საკვანძო სიტყვები: #დენგეს ცხელება , #ბანგლადეში

მსგავსი ინფორმაციები