ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2023940
ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილოეთში ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პრესის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები თავს დაესხნენ ბორნოს შტატის სოფელ ვულერს.  თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და მრავალი კი დაშავდა.

ქვეყანაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედი ბოკო ჰარამის მიერ 2009 წლიდან განხორციელებული მასობრივი ტერორისტული აქტების შედეგად ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტულმა ორგანიზაცია  2015 წლიდან ასევე ახორციელებს თავდასხმებს მეზობელ კამერუნში, ჩადსა და ნიგერში.

ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმებისა და კონფლიქტების გამო ასეულ ათასობით ადამიანს მოუწია გადასახლება.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ბოკო ჰარამი , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები