ზელენსკი: ნატო უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას და უკრაინა ნატოს გააძლიერებს

ზელენსკი: ნატო უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას და უკრაინა ნატოს გააძლიერებს

2010067
ზელენსკი: ნატო უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას და უკრაინა ნატოს გააძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატო უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას და უკრაინა ნატოს გააძლიერებს.

ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერ კონცერტის გახსნაზე, რომელიც გაიმართა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის ცენტრში, სადაც ის ნატოს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

ზელენსკიმ თქვა: ლიეტუვაში „ჩამოვედი (უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე) საკითხის გადაჭრის, ძლიერი ნატოს რწმენით, ნატო, რომელიც არ ეჭვობს, დროს არ კარგავს და არცერთ აგრესორს გაჩერებული არ უყურებს“.

„მინდა, რომ ეს რწმენა გადაიზარდოს იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც ჩვენ ვიმსახურებთ. ამას ელოდება თითოეული ჩვენი ჯარისკაცი, თითოეული ჩვენი მოქალაქე, თითოეული ჩვენი დედა, თითოეული ჩვენი შვილი. მაშ ეს დიდი სურვილია? ნატო უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, უკრაინა ნატოს გააძლიერებს“. - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #ზელენსკი , #ნატო , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები