მექსიკაში ანომალიური სიცხეების გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ანომალიური სიცხეების გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

2005392
მექსიკაში ანომალიური სიცხეების გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ბოლო კვირების განმავლობაში ძლიერი სიცხის გამო დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 112-მდე გაიზარდა.

მექსიკური პრესის ახალი ამბების მიხედვით, ანომალური სიცხეების გამო, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში დაღუპულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა ასაკობრივი დიაპაზონი 45-დან 64 წლამდე იყო რა, 112-დან 104  სითბური ინსულტის გამო გარდაიცვალა.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 20 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში დასძინა, რომ ანომალური სიცხეები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 10-დან 15 დღემდე გაგრძელდება და მოსახლეობას ურჩია, რომ განსაკუთრებით ქრონიკული პაციენტები ნუ გავლენ გარეთ გარკვეულ საათებში, თუ ამის აუცილებლობა არ არის.

მექსიკაში, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლების ყველაზე დამთრგუნველ დღეებს განიცდის.


საკვანძო სიტყვები: #ანომალიური სიცხეები , #ნექსიკა

მსგავსი ინფორმაციები