გვალვის გაფრთხილება საფრანგეთში

გვალვის გაფრთხილება საფრანგეთში

1999834
გვალვის გაფრთხილება საფრანგეთში

საფრანგეთის ეკოლოგიური ტრანსფორმაციის მინისტრმა კრისტოფ ბეჩუმ განაცხადა, რომ მიწისქვეშა წყლების დონე ქვეყანაში სეზონურ ნორმაზე დაბალია და ზაფხულში შესაძლოა გვალვები იყოს.

ბეჩუმ, CNews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულში სერიოზული გვალვები იყოს.

ბაჩუს თქმით, მას აქვს სერიოზული შეშფოთება გვალვის რისკთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ბეჩუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტი წყლის დაზოგვა უნდა მოხდეს.

ცნობისათვის, საფრანგეთში გასული წლის ტყის ხანძარმა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „უპრეცედენტო კლიმატის მოვლენად“ შეაფასა, 72 ათასი ჰექტარი ფართობი დააზარალა და დაახლოებით 60 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები: #გაფრთხილება , #გვალვა , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები