მორიგი თავდასხმა ფანატიკოსი ებრაელების მხრიდან

მორიგი თავდასხმა ფანატიკოსი ებრაელების მხრიდან

1980276
მორიგი თავდასხმა ფანატიკოსი ებრაელების მხრიდან

ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, ათობით ფანატიკოსმა ებრაელმა ისრაელის ჯარების მფარველობით დაარბია ალ-აქსას მეჩეთი.

იერუსალიმის ისლამური ფონდების ადმინისტრაციის განცხადებით, ფანატიკოსი ებრაელები დილის საათებში ჯგუფურად შევიდნენ ალ-აქსას მეჩეთის ეზოში და იქ პროვოკაციული ტურები მოაწყვეს.

მათივე განცხადებით, დარბევის დროს იქ მყოფებმა სცადეს რელიგიური რიტუალების აღსრულება ალ-აქსას მეჩეთის აღმოსავლეთ ნაწილში.

ისრაელის პოლიციამ კი გაზარდა პერსონალის რაოდენობა ალ-აქსას შესასვლელ ჭიშკართან და მის შიგნით, რათა დაეცვა აღნიშნული ფანატიკოსი ებრაელების უსაფრთხოება.

ალ-აქსას მეჩეთი, ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით; იერუსალიმის ისლამური ფონდების ადმინისტრაციას ექვემდებარება, რომელიც დაკავშირებულია ისლამურ საქმეთა და უწმინდესობის სამინისტროსთან.

თუმცა, ებრაელი დასახლებულები ხშირად ახორციელებენ ისრაელის პოლიციის მფარველობით ალ-აქსას მეჩეთში უკანონო შესვლას.



მსგავსი ინფორმაციები