მორიგი თავდასხმა ნიგერიაში

არდის დიდი მსხვერპლი

1979903
მორიგი თავდასხმა ნიგერიაში

ნიგერიაში ბენუეს შტატში ფულანებსა და ფერმერებს შორის მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი დაიღუპა.

ბენუეს შტატის ფინანსთა კომისარმა დევიდ ოლოფუმ განაცხადა, რომ შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა ბენუეს შტატის ოპაჰაში, ოდოგბოსა და ედიკვუს რეგიონებში.

ოლოფუმ აღნიშნა, რომ თავდასხმების შემდეგ იპოვეს 2 ჯარისკაცის და 15 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.

ნიგერიის ჩრდილოეთით ფულანებსა და ფერმერებს შორის საძოვრებთან დაკავშირებით მსგავსი თავდასხმები პერიოდულად ხდება.

ფულანები, რომლებიც თავიანთი ცხოველების საძოვრებისთვის სამხრეთით გადასხდნენ, აცხადებენ, რომ ფერმერები ცხოველების მოპარვას ცდილობენ და მათ თავს ესხმიან.

ცნობისათვის, ბენუეს შტატში  ამ თვეში დაახლოებით 150 ადამიანი დაიღუპა და 18 ათასზე მეტი იძულებით მიგრაციაში წავიდა მსგავსი ძალადობის ესკალაციის გამო.



მსგავსი ინფორმაციები