ხვალ მოსკოვში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

ხვალ მოსკოვში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

1978583
ხვალ მოსკოვში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ხვალ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში თურქეთ-რუსეთ-სირიასა და ირანს შორის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართება.

ჰულუსი აქარმა  თურქეთ-სირიის ურთიერთობებზე შეფასებები გააკეთა.

მინისტრმა აქარმა გასული წლის 28 დეკემბერს მოსკოვში გამართულ სამმხრივ (თურქეთ-რუსეთისა და სირიის), შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრებისა და დაზვერვის ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა, გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, სადაც ურთიერთ აზრები გაცვალეს, მიღწეულ იქნა შეთანხმება ამის გაგრძელების შესახებ.

„მომდევნო მოლაპარაკებებზე, ამ შეხვედრებში ირანის მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას იქნა მიღწეული. ეს დაამტკიცეს შესაბამისმა ორგანოებმა. ახლა კი ვემზადებით შეხვედრისთვის, რომელსაც დაესწრებიან თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები. ეს შეხვედრა მოსკოვში 25 აპრილს არის დაგეგმილი. ჩვენი მიზანია, მოლაპარაკებების გზით მოვაგვაროთ არსებული პრობლემები და უზრუნველვყოთ, რეგიონში რაც შეიძლება მალე დაიმკვიდროს მშვიდობა და სტაბილურობა. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ მოხდება გარკვეული პოზიტიური მოვლენები. ჩვენ, როგორც თურქეთი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობას რეგიონში. ჩვენი მტკიცე პოზიცია გახლავთ ის, რომ შეხვედრაზე, იმ სირიელი ძმების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აფარებენ თავს, საზიანო არანაირ ნაბიჯს არ გადავდგამთ“, განაცხადა ჰულუსი აქარმა.



მსგავსი ინფორმაციები