მსოფლიო თურქეთის მიმართ დახმარებებს აგრძელებს

მსოფლიო თურქეთის მიმართ დახმარებებს აგრძელებს

1958648
მსოფლიო თურქეთის მიმართ დახმარებებს აგრძელებს

მიმდინარე წლის 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთსა და სირიაში არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 217 თვითმფრინავით შესაბამისი დახმარება გაუწია.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის პრეზიდენტ შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანიის მიერ გაცემული ბრძანებით  თურქეთსა და სირიაში 217 თვითმფრინავით 7 ათას 27 ტონა ჰუმანიტარული დახმარება იქნა ჩატანილი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრეზიდენტის შეიხ ჰამდან ბინ ზაიდის დავალებით, გემი, რომლითაც 37 500 საკვები ამანათი გადაჰქონდა, სირიის პორტ ლატაკიაში უკვე ჩავიდა. ეს დახმარება მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ რაიონებში სირიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის კოორდინაციით გადაეცემათ დაზარალებულებს.



მსგავსი ინფორმაციები