როდის გაიმართება „მარცვლეულის შეთანხმების“ შესახებ შეხვედრა რუსეთსა და გაეროს შორის?

როდის გაიმართება „მარცვლეულის შეთანხმების“ შესახებ შეხვედრა რუსეთსა და გაეროს შორის?

1957669
როდის გაიმართება „მარცვლეულის შეთანხმების“ შესახებ შეხვედრა რუსეთსა და გაეროს შორის?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვმა განაცხადა, რომ 13 მარტს შვეიცარიის ქალაქ, ჟენევაში, რუსულ დელეგაციასა და გაეროს წარმომადგენლებს შორის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ შეხვედრა გაიმართება.

დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ზახაროვა შეეხო თურქეთს, უკრაინას, რუსეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივებას, რომელიც 2022 წლის 22 ივლისს სტამბულში გაფორმდა.

„13 მარტს ჟენევაში დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის დელეგაციისა და გაეროს მაღალი დონის წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ შეხვედრაზე განიხილება მარცვლეულის შეთანხმება“, განაცხადა ზახაროვმა.  

მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა, თუ არ მოიხსნება ბარიერები რუსული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების და სასუქების მიმართ.

ზახაროვმა პრესკონფერენციის დროს, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბუნებრივი აირის მილსადენებზე გასულ წელს მომხდარი აფეთქებების შესახებაც ისაუბრა და  განაცხადა, რომ მათ მოსთხოვეს გერმანიას, შვედეთს და დანიას დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი გამოძიება ჩატარდეს რუსეთის მონაწილეობით.



მსგავსი ინფორმაციები