ბრაზილიაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ბრაზილიის შტატ სან-პაულოში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის გამო დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

1951787
ბრაზილიაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ბრაზილიის შტატ სან-პაულოში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის გამო დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა.

სან პაულოს შტატის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 თებერვლიდან წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა.

აღინიშნა, რომ იმ შტატში, სადაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, ზარალის შესწავლა დაიწყება.

ეროვნული მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მიერ 21 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთლიანად თებერვალში მოსალოდნელი ნალექი შტატში 24 საათში მოვიდა, რამაც დიდი ზარალი გამოიწვია.

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა 21 თებერვალს სტიქიის ზონას ეწვია და ვერტმფრენით დაათვალიერა.

აღინიშნა, რომ წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, სტიქიის ზონიდან კი 3000 ადამიანია ევაკუირებული.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #მეწყერი , #ბრაზილია

მსგავსი ინფორმაციები