მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

1946278
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

სამი ადამიანი დაიღუპა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.

უნივერსიტეტის პოლიციის განცხადებით, წუხელ საუნივერსიტეტო კამპუსზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

ასობით პოლიციელი ეძებდა აღმოსავლეთ ლანსინგის კამპუსში აფრიკული წარმოშობის ეჭვმიტანილ მამაკაცს.

თავდასხმის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაახლოებით 50,000 სტუდენტი სწავლობს, კამპუსში ყველა აქტივობა, მათ შორის ლექციები, 48 საათით შეწყდა.



მსგავსი ინფორმაციები