მნიშვნელოვანი გზავნილი იტალიიდან თურქეთს

იტალიამ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში დახმარება გააგზავნა

1943923
მნიშვნელოვანი გზავნილი იტალიიდან თურქეთს
turkiye italya yardim.jpg

იტალიამ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში დახმარება გააგზავნა.

იტალიის საელჩომ ეს დახმარება გაიზიარა სიტყვებით: "სასოწარკვეთილების მიღმა ბევრი იმედია, სიბნელის მიღმა ბევრი მზეა".

ქაჰრამანმარაშის მიწისძვრის გამო, რომელმაც 10 პროვინცია დააზარალა, ბევრმა ქვეყანამ თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფები და დახმარება გააგზავნა. მათ შორის ერთ-ერთი იტალიაა.

იტალიის საელჩომ სოციალურ ქსელში დახმარებასთან დაკავშირებით გაზიარებულ პოსტში დაწერა: "სასოწარკვეთილების მიღმა ბევრი იმედია, სიბნელის მიღმა ბევრი მზეა". ეს ფრაზა ეწერა დახმარების პაკეტებზე, რომელიც თურქეთმა გააგზავნა იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დროს.

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიას თურქეთმა დახმარების ხელი გაუწოდა.

გაგზავნილ დახმარების ყუთებზე იტალიურად და ესპანურად დააწერეს ტოლერანტობისა და მშვიდობის სიმბოლო მევლანას სიტყვები: "სასოწარკვეთილების მიღმა ბევრი იმედია, სიბნელის მიღმა ბევრი მზეა"


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #იტალია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები