მაჰმუდ აბასმა ენტონი ბლინკენი მიიღო

მაჰმუდ აბასმა ენტონი ბლინკენი მიიღო

1940408
მაჰმუდ აბასმა ენტონი ბლინკენი მიიღო

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რამალაში მიიღო.

მაჰმუდ აბასმა ენტონი ბლინკენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ისრაელი პასუხისმგებელია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შელახვაზე, ხელმოწერილი შეთანხმებების დარღვევაზე, ოკუპაციის დასასრულებლად და არალეგალური დასახლებების განადგურების საერთაშორისო ძალისხმევის არარსებობაზე, პალესტინის არ აღიარებაზე გაეროს წევრად“.

აბასმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალში პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებების დაცვის მცდელობები შეფერხებულია რა, ამდაგვარი პოლიტიკა, ისრაელს ახალისებს უფრო მეტი დანაშაული ჩაიდინოს საერთაშორის სამართლის დარღვევით.

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ადმინისტრაცია ცდილობს ყოველგვარი „ძალადობის“ აღკვეთას რა, ისინი მზად არიან იმუშაონ, აშშ-ს ადმინისტრაციასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან პოლიტიკური დიალოგის აღსადგენად, ისრაელის ოკუპაციის დასასრულებლად პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე 1967 წლის საზღვრებში.  

შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა, გასულ კვირას ისრაელის მხრიდან ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე, ჯენინის ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედმეგ კიდევ ერთხელ წარმოიქმნა. თავდასხმის შედეგად მრავალი პალესტინელი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები