აშშ-ში ჩინელ ჯაშუშს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აშშ-ში ჩინელ ჯაშუშს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

1938364
აშშ-ში ჩინელ ჯაშუშს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინელ ადამიანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ინჟინრებისა და მეცნიერების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის.

ჩინელი ჯი ჩაოკუნი, რომელიც 2013 წელს გაემგზავრა აშშ-ში ილინოისის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ელექტრო ინჟინერიის შესასწავლად და მოგვიანებით აშშ-ს არმიის სარეზერვო ძალებს შეუერთდა, 2018 წელს დააკავეს.

31 წლის ჯის, როგორც ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს (MSS) აგენტს უკანონო მოქმედებისთვის და აშშ-ს არმიისთვის მნიშვნელოვნად მცდარი ინფორმაციის მიწოდებისთვის აღძრულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჯის ჯაშუშობა იყო ჩინეთის დაზვერვის მცდელობის ნაწილი, მიეღო წვდომა ამერიკული კომპანიების მიერ შემუშავებულ საჰაერო კოსმოსურ და სატელიტურ ტექნოლოგიებზე.


საკვანძო სიტყვები: #ჩინელი ჯაშუში , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები