პერუში ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

პერუში ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1932142
პერუში ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

პერუში პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 48-მდე გაიზარდა.

ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კუსკოში უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.

გასული წლის 11 დეკემბრიდან დღემდე მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა.

ადამიანის უფლებათა ეროვნული კოორდინატორის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთაგან 40 პირდაპირ სამართალდამცველების ძალადობრივი ქმედების შედეგად დაიღუპნენ. მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა რა, ხელისუფლებას  მოუწოდეს შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.

თავის მხრივ, 10 იანვარს პრეზიდენტმა დინა ბოლუარტესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დემონსტრანტებს დიალოგისკენ და მოითხოვა საპროტესტო აქციების შეწყვეტა.

ცნობისათვის, საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც პერუს პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ ქვეყნის კონგრესის დაშლის ბრძანება გასცა, ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისამდე მიიყვანა და ამის საპასუხოდ პერუს კონგრესმა მისი იმპიჩმენტის პროცესი ჩაატარა რა, კასტილიო გადაყენებულად გამოაცხადეს.



მსგავსი ინფორმაციები