იტალიის პრემიერ-მინისტრი კიევში გაემგზავრება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ის უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრება

1925675
იტალიის პრემიერ-მინისტრი კიევში გაემგზავრება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ის უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრება.

იტალიური სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, მელონიმ, რომელმაც თანამდებობა 22 ოქტომბერს, ქვეყანაში 25 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავა, პირველი წლის ბოლო პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, იგი კიევში 24 თებერვლამდე, უკრაინა-რუსეთის ომის წლისთავამდე ჩავა.

მელონის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას უკვე უთხრა, რომ კიევს ეწვევა.

საუბრის დროს მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზადაა იყოს სამშვიდობო პროცესის გარანტი და ამიტომ სჯერა, რომ შესაძლებელია პირველი ნაბიჯების გადადგმა.

იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ მშვიდობისთვის საჭიროა კონკრეტული მუშაობა.

მისივე თქმით, მშვიდობის მოთხოვნისას უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ.



მსგავსი ინფორმაციები