კრისტერსონი: „ჩვენი ქვეყანა არ უნდა გახდეს ტერორისტული ბაზა“

კრისტერსონი: „ჩვენი ქვეყანა არ უნდა გახდეს ტერორისტული ბაზა“

1915175
კრისტერსონი: „ჩვენი ქვეყანა არ უნდა გახდეს ტერორისტული ბაზა“

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ მისი ქვეყანა არ უნდა გახდეს ტერორისტული ბაზა. შვედეთის ყოფილმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა ნალინ პეკგულმა, რომელიც ხშირად გამოირჩეოდა ანტი-თურქული განწყობით,  ულფ კრისტერსონს ნატოში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში ანკარასთან გაფორმებული შეთანხმების შესახებ წერილი გაუგზავნა. პეკგული თავის წერილში, შეთანხების ფარგლებში თურქეთისთვის ტერორისტების ექსტრადაციის წინააღმდეგ გამოდის.

კრისტერსონი კი პეკგულის ასე პასუხობს: „შვედეთი არ უნდა გახდეს ტერორისტული ბაზა. ისინი ვინც არანაირად არ აფინანსებენ ტერორისტებს და მათთან არავითარი კავშირი არ აქვთ, მათ ნუ შეეშინდებათ. ამასთან, ჩვენ არ დავუშვებთ, შვედეთი გახდეს, ტერორისტების ბაზა, რომელიც თუნდაც სხვა ქვეყნებში ახორციელებენ თავდასხმებს. როგორც ჩვენ, თურქეთსაც აქვს უფლება საკუთარი თავი დაიცვას ტერორისტებისგან“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა, 28 ივნისს ესპანეთში, ნატოს სამიტის ფარგლებში შვედეთთან და ფინეთთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანების საკითხში ანკარის მხარდაჭერის სანაცვლოდ ტერორისტების მიმართ მხარდაჭერა უნდა შეეწყვიტათ. ახლა კი, ანკარა მემორანდუმის აღსრულების მოლოდინშია.  



მსგავსი ინფორმაციები