ჩავუშოღლუმ, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადებები გააკეთა

ჩავუშოღლუმ, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადებები გააკეთა

1912175
ჩავუშოღლუმ, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადებები გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითთან დაკავშირებით თურქეთთან გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „პროცესი დადებითად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები.“ ჩავუშოღლუმ აღნიშნული განცხადება, გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

„შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში მრავალი ორმხრივი შეხვედრები იქნება. მაგალითად, ჩვენ შევხვდებით გერმანიის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ასევე ბუქარესტში შევხვდებით შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს სამმხრივ ფორმატში. მათ, მემორანდუმში ნაკისრი ვალდებულებების ერთი ნაწილი შეასრულეს, ნაწილი კი არ ჯერ არ შესრულებულა. ანუ, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. მათ, (ტერორისტებთან დაკავშირებით) კონკრეტული მოლოდინი ექსტრადიციებთან და საკანონმდებლო რეგულაციასთან დაკავშირებით ჯერ არ შეუსრულებიათ. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით ჩვენი პარლამენტი და მოქალაქეები უნდა დარწმუნდნენ. აღნიშნული საკითხების შესახებ ჩვენმა პრეზიდენტმა, შვედეთის პრემიერ-მინისტრსაც აცნობა. მოკლედ, პროცესი დადებითად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები,“ - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები