კიბერ შეტევა ევროპარლამენტზე

რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ მათზე კიბერ შეტევა მოხდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა რუსეთი "ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად" გამოაცხადეს

1910564
კიბერ შეტევა ევროპარლამენტზე

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ მათზე კიბერ შეტევა მოხდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა რუსეთი "ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად" გამოაცხადეს.

განცხადება რობერტა მეცოლამ Twitter-ით გააკეთა და აღნიშნა: "ევროპარლამენტი არის კიბერშეტევის ქვეშ. (რუსეთის პრეზიდენტის სასახლე) კრემლის მომხრე ჯგუფმა პასუხისმგებლობა აიღო“.

მან განაცხადა, რომ IT ექსპერტები ებრძვიან თავდასხმას და დაამატა: „ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთი გამოვაცხადეთ ‘ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად’“.

მეცოლამ კი გააზიარა შემდეგი პოსტი: "ჩემი პასუხია: სლავა უკრაინი (გამარჯვება უკრაინას)".

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაზე 494 დეპუტატის ხმით, 58-ის წინააღმდეგ, დამტკიცდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც „არაადამიანური და სასტიკი ქმედებების“ მოწყობის ბრალდებით რუსეთს „ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად“ აღიარებს.



მსგავსი ინფორმაციები