ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩატარდა

თურქეთიდან პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა

1908541
ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩატარდა

გუშინ, ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს. გუშინ, ქვეყანაში რეგისტრირებული დაახლოებით 12 მილიონი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე პრეზიდენტის ასარჩევად, რომელიც ამ თანამდებობაზე 7 წელი დარჩება. ყაზახეთის საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი ხმების 81,31 პროცენტით იმარჯვებს.

ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა თურქეთიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „მოხარული ვართ, რომ 2022 წლის 20 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში და წარმატებით დასრულდა. თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რომელთანაც ღრმა ისტორიული კავშირები და ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევნების შედეგები, მეგობარი და მოძმე ყაზახეთის ხალხისთვის სიკეთის მომტანი იქნება“.

არჩევნების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ 27 ნოემბერს გახდება ცნობილი.



მსგავსი ინფორმაციები