სლოვენიის პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გახდება ცნობილი

სლოვენიის პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გახდება ცნობილი

1896542
სლოვენიის პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გახდება ცნობილი

სლოვენიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერ აიღო, ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გახდება ცნობილი. სლოვენიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დათვლილია ხმების 93 პროცენტი და 7 კანდიდატიდან ორმა, ვინც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მეორე ტურში გავიდა. არჩევნების მეორე ტური 13 ნოემბერს გაიმართება.

მეორე ტურში ერთმანეთს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანჟე ლოგარი, რომელმაც ხმების 33 პროცენტი მიიღო და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი - ნატასა პირც მუსარი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 26 პროცენტი მიიღო, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მეორეს მხრივ, სახელმწიფო საარჩევნო კომისიის განცხადებით ქვეყანაში 1 მილიონ 696 ათას 893 რეგისტრირებული ამომრჩეველია, რომელთაგან დაახლოებით 50 პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.



მსგავსი ინფორმაციები