ავიაკატასტროფა რუსეთში
არის მსხვერპლი
1894036
რუსეთში საწვრთნელი ფრენის შესასრულებლად აფრენილი „სუ-34“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. ქალაქ ეისკში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი კუზნეცოვმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ნამსხვრევების ამოღება დასრულებულია. ცხედრები ადგილზე აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია, 19 ადამიანი კი დაშავდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს.