ემანუელ მაკრონი რუსეთს მოუწოდებს

ემანუელ მაკრონი რუსეთს მოუწოდებს

1869008
ემანუელ მაკრონი რუსეთს მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსული ჯარების გაყვანის მოწოდებით გამოდის. ელისეის სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკრონმა გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და მოუწოდა რუსეთს აქედან გაიყვანოს თავისი ჯარები, სადგურის უსაფრთხოებისთვის.

ამავე ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები