ხუთი ადამიანი დაიღუპა ეკვადორში აფეთქების შედეგად

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში, ქალაქ გუაიაკილში აფეთქების შედეგად

1867854
ხუთი ადამიანი დაიღუპა ეკვადორში აფეთქების შედეგად

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში, ქალაქ გუაიაკილში აფეთქების შედეგად.

ქვეყნის უდიდეს ქალაქში, გუაიაკილში, კრისტო დელ კონსუელოს რაიონში დაუდგენელმა პირებმა აფეთქება განახორციელეს.

თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა, დაზიანდა 8 სახლი და 2 მანქანა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პატრიციო კარილომ Twitterით გაკეთებულ განცხადებაში დაგმო მომხდარი და განაცხადა:  „ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ახშობდნენ ეკონომიკას, ახლა თავს გვესხმიან ასაფეთქებელი ნივთიერებებით. ეს არის სახელმწიფოსთვის ომის ოფიციალური გამოცხადება“.

პრეზიდენტმა გილერმო ლასომ ასევე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით და დაამატა: ”მე დავავალე უსაფრთხოების კაბინეტს დაუყოვნებლივ იმოქმედოს გუაიკილის მოსახლეობის დასაცავად”.



მსგავსი ინფორმაციები