საუდის არაბეთმა YouTube-ს მიმართა

საუდის არაბეთმა YouTube-ს მიმართა

1858911
საუდის არაბეთმა YouTube-ს მიმართა

საუდის არაბეთმა, ონლაინ ვიდეოების გაზიარების და სოციალური მედიის პლატფორმა YouTube-სგან მოითხოვა, რომ წაშალოს ის რეკლამები, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამურ და სოციალურ ღირებულებებს.

საუდის არაბეთის აუდიო-ვიზუალური მედიის გენერალური ადმინისტრაციისა და კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომისიის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ YouTube-მა საუდის არაბეთში მომხმარებლებისთვის ისეთი რეკლამების ჩვენება, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამურ და სოციალურ ღირებულებებს, უნდა შეაჩეროს.  

აღნიშნული ორგანო გავრცელებულ განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ თუ YouTube მათ თხოვნას არ დააკმაყოფილებს, აუცილებლად გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ზომები.

 



მსგავსი ინფორმაციები