პრეზიდენტმა ერდოღანმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა

1854544
პრეზიდენტმა ერდოღანმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს განხილულ იქნა 24 თებერვლიდან მიმდინარე უკრაინა-რუსეთის ომი და შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების ჩამოყალიბება. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი ყველაზე დიდი სურვილი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა რა, აგრძელებენ მუშაობას გაეროს მიერ მომზადებულ გეგმაზე, უკრაინის მარცვლეულის პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე გატანის მიზნით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული კრიზისის მოგვარების გამოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში არის დიპლომატიური გზა და რომ მოლაპარაკებების მაგიდა ამისთვის ღია უნდა იყოს. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა, სურვილი იმისა, რომ მხარეებს შორის შუამავლობისთვის მზად არის რა, სტამბოლის პროცესი ამისათვის მნიშვნელოვანი გახლავთ.  

პრეზიდენტმა ერდოღანმა ზელენსკის ყურბან ბაირამთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომესიჯში თურქულ ენაზე მილოცვის გამო მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები