ჯონსონი მარცვლეულის კრიზისთან დაკავშრებით ერდოღანის ძალისხმევას დადებითად აფასებს

ჯონსონი მარცვლეულის კრიზისთან დაკავშრებით ერდოღანის ძალისხმევას დადებითად აფასებს

1850017
ჯონსონი მარცვლეულის კრიზისთან დაკავშრებით ერდოღანის ძალისხმევას დადებითად აფასებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეაქო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული მარცვლეულის კრიზისის გამოსავლის მოძიებაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი, მადრიდში, ნატოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღან-ბორის ჯონსონს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯონსონმა კმაყოფილება გამოხატა თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმაგი მემორანდუმის გამო.

„ჯონსონმა განაცხადა, ვიდრე ჩვენ ველოდებით უფრო სახიფათო ათწლეულს, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება ნატოში კიდევ უფრო გააძლიერებს ალიანსს. პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა შეაქო პრეზიდენტ ერდოღანის ლიდერობა უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანასთან დაკავშირებული სამუშაოები. ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხრიდან, უკრაინის პორტების ბლოკადამ საერთაშორისო ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა, როგორც უკრაინაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ლიდერები შეთანხმდნენ, მიიღონ ზომები, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სავაჭრო მობილობას ორ ქვეყანას შორის, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას, როგორც დიდი ბრიტანეთისთვის, ასევე თურქეთისთვის“, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისიდან გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები