უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

აშშ-ს ხელმძღვანელობით, უკრაინის მხარდაჭერი საკონტაქტო ჯგუფის ნატოში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის გზავნილი მიიღეს

1844259
უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, უკრაინის მხარდაჭერი საკონტაქტო ჯგუფის ნატოში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის გზავნილი მიიღეს.

ნატოში გაკეთებული განცხადებით, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომის დაწყებამდე ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის მასპინძლობით გუშინ გამართულ შეხვედრაზე 45 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.

შეხვედრაზე, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც ესწრებოდნენ, განიხილეს უკრაინის გადაუდებელი სამხედრო მატერიალური საჭიროებები.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოხარულია უკრაინისადმი მოკავშირე ქვეყნების ახალი დახმარებების განცხადებებით და რომ ნატოს ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო მასალების, მათ შორის მძიმე შეიარაღებისა და შორი მანძილის მოქმედების სისტემების მიწოდებას.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ესპანეთში, მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება, მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის მასშტაბური დახმარების პაკეტზე.

უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფი, უკრაინის მხარდაჭერის კოორდინაციისთვის მანამდე ორჯერ შეიკრიბა.



მსგავსი ინფორმაციები